Monday, November 16, 2015

ინტელის პროექტის პორტფოლიო

https://drive.google.com/folderview?id=0BzUcIX1u3VtVR19SQ05ta0RmQU0&usp=sharing

სასწავლო პროექტის გეგმა


სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ნინო ჯოხაძე
რაიონი
ამბროლაური
სკოლა
ხვანჭკარის საჯარო
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
გზა ჭეშმარიტებისაკენ  /,,დათა თუთაშხია“-,,ყაჩაღები“/
თემის შინაარსი
მოსწავლეები შეძლებენ ორი განსხვავებული ჟანრის ლიტერატურული ნაწარმოების დამუშავებას,განხილვას. დაააკვირდებიან, გააანალიზებენ პერსონაჟთა ქმედებებს,მათ პიროვნულ ღირებულებებს, ავტორთა ცხოვრებას, კავშირებს უცხოურსა და ქართულ ლიტერატურას შორის; ნაწარმოებების  უკეთ გასაგებად ისინი გაეცნობიან  ქართველი მწერლის ჭაბუა ამირეჯიბის  და გერმანელი დრამატურგის ფრიდრიხ შილერის ბიოგრაფიებსა და მოღვაწეობის ეპოქას. ნაწარმოებების  წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები აკავშირებენ ერთმანეთთან  გამოყენებულ თემებსა და საკითხებს.პოულობენ მსგავსებასა და განსხვავებას ადამიანის პიროვნულ ღირებულებებს შორის.მსჯელობენ ნაწარმოებების მთავარი გმირების დადებით და უარყოფით მხარეებზე.  გაიგებენ იმდრონდელი სახლმწიფოებრივი წყობის ნაკლოვანებებს,რაც ადამიანის ცხოვრების დამახინჯების,სწორი გზიდან გადახვევის  მიზეზი ხდებოდა. აანალიზებენ თუ რა ფაქტორები განაპირობებს ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებას.
საგანი
 XIX-XX საუკუნეების დასავლური ლიტერატურა
დონე/კლასი  
XI კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
2 თვე
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
მიმართულება-XIX-XX საუკუნეების დასავლური ლიტერატურული პარადიგმები ქართულ ლიტერატურაში.

არჩ. დას. X/XI/XII. 6.  მოსწავლეს შეუძლია ქართულ ლიტერატურულ ტექსტებში XIX-XX საუკუნეების დასავლური ლიტერატურული  პარადიგმების ამოცნობა და მათზე მსჯელობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           აკვირდება და ამოიცნობს ქართულ ლიტერატურულ ტექსტებში XIX-XX საუკუნეების დასავლეთის ქვეყნების ძირითად ლიტერატურულ პარადიგმებს, თემებს/მოტივებს (მაგ., "აკრძალული ცოდნის” ლიტერატურული მოტივის გასააზრებლად ერთმანეთს უდარებს გოეთეს "ფაუსტის" I ნაწილსა და ვაჟა-ფშაველას "გველისმჭამელს”);
·           შედარებითი ანალიზის საფუძველზე,  ერთი ლიტერატურული პარადიგმის ფარგლებში, გამოკვეთს მსგავსება-განსხვავებას დასავლურ და ქართულ ლიტერატურულ ტექსტებს შორის (მაგალითად, ევროპული და ქართული რომანტიზმის მსგავსება-განსხვავების მიზნით ერთმანეთს უდარებს ა. მიცკევიჩის "ფარისსა” და ნ. ბარათაშვილის "მერანს”);  
·           მსჯელობს, ერთი ლიტერატურული პარადიგმის ფარგლებში, რა სოციალური, კულტურული, ისტორიული თუ სხვ მიზეზები  განაპირობებს განსხვავებას ქართულ და დასავლურ ტექსტებს შორის (მაგ., ამ მიზნით ერთმანეთს უდარებს რეალიზმის პარადიგმაში შექმნილ ისეთ ნაწამოებებს, როგორებიცაა ონორე დე ბალზაკის "გობსეკი” და ლავრენტი არდაზიანის "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი”).

არჩ. დას. X/XI/XII. 7. მოსწავლეს შეუძლია დასავლურ და ქართულ ლიტერატურულ ტექსტებში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების ერთმანეთთან შედარება და გაანალიზება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           აკვირდება და მსჯელობს ამა თუ იმ ჟანრის ქართულ და დასავლურ ლიტერატურულ ტექსტებში ასახულ ფასეულობებსა და ღირებულებებზე კონკრეტულ ტექსტებზე დაყრდნობით; შედარებითი ანალიზის საფუძველზე ადგენს მსგავსება-განსხვავებას მათ შორის. (მაგ., პიროვნულის თავისუფლებისა და ისტორიული აუცილებლობის კონცეპტების ურთერთმიმართების გასააზრებლად ერთმანეთს უდარებს ჯ. ბაირონის ”ოდას ნაპოლეონისადმი” და ნ. ბარათაშვილის ”ნაპოლეონს”);
·           აანალიზებს კონკრეტულ ტექსტებში გამოვლენილ ფასეულობებს შესაფერისი ეპოქის სოციალურ-საზოგადოებრივი, ისტორიული, კულტურული კონტექსტის / კონტექსტების გათვალისწინებით (მაგ., მსჯელობს იმის შესახებ, თუ რამდენად აისახა ნაციონალური დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეა XIX-XX სს.-ის დასავლურსა და ქართულ ლიტერატურაში. ამ მიზნით ერთმანეთს უდარებს ა. მიცკევიჩის ”პან თადეუშსა” და ა. წერეთლის ”თორნიკე ერისთავს”);
·           აფასებს კონკრეტულ ტექსტში/ტექსტებში ასახული ფასეულობებსა და ღირებულებებს თანამედროვე ფასეულობებთან  მიმართებით (მაგ., წესრიგისა და თავისუფლების ურთიერთმიმართების პრობლემას იაზრებს იმგვარი ნაწარმოებების შედარებით, როგორებიცაა პ. მერიმეს "მატეო ფალკონე” და ა. ყაზბეგის ”ხევისბერი გოჩა”).

არჩ. დას. X/XI/XII. 8. მოსწავლეს შეუძლია ქართული ლიტერატურული  ტექსტების გააზრება XIX-XX სს. დასავლური ლიტერატურის კონტექსტში.  
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მსჯელობს XIX-XX საუკუნეების საქართველოსა და დასავლეთის ქვეყნებში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებზე კონკრეტულ ტექსტებზე დაყრდნობით (მაგ., აანალიზებს ე. ჰემინგუეის "განუყრელი დღესასწაულის" ფრაგმენტს/ფრაგმენტებსა და გრ. რობაქიძის "ფალესტრას" და მსჯელობს მოდერნისტული იდეებისა და  ესთეტიკის შესახებ; აგრეთვე ამ ტექსტებში ასახული სალიტერატურო-ბოჰემური ცხოვრების შესახებ);
·           ერთმანეთს უდარებს XIX-XX საუკუნეების  ქართული და დასავლური ლიტერატურის ტექსტებს; მსჯელობისას ითვალისწინებს XIX-XX საუკუნეების  საქართველოსა და დასავლეთის ქვეყნებში არსებულ სოციალურ, კულტურულ, სხვ. რეალიებს;
·           განიხილავს XIX-XX საუკუნეების ქართულ ლიტერატურულ პარადიგმებს დასავლური ლიტერატურული პარადიგმების ფონზე (მაგ., აკვირდება კლასიკური ტექსტების არატრადიციულ წაკითხვას დასავლურ და ქართულ პოსტმოდერნიზმში  და ამ თვალსაზრისით განიხილავს ხ. ლ. ბორხესის "იგავს სერვანტესსა და დონ კიხოტზე" და აკა მორჩილაძის "წიგნს").

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რას ვერ შეეგუებოდით?
რას აფასებთ ცხოვრებაში?

თემატური კითხვები
როგორ მართავს ბედი ადამიანის ცხოვრებას?
შინაარსობრივი კითხვები
იცნობთ თუ არა ჭაბუა ამირეჯიბისა და ფრიდრიხ შილერის ბიოგრაფიებს?

ჭაბუა ამირეჯიბისა და ფრიდრიხ შილერის რომელ ნაწარმოებებს იცნობთ?
რა ადამიანური ღირებულებები შეიძლება ჩამოვთვალოთ?
რა არის უკეთესი გზა ,გაქცევა სინამდვილისგან,თუ დარჩენა მასში და ბრძოლა უკეთესი მომავლისათვის?
რამდენად ავლენს ადამიანის საუბრის სტილი და მანერა მის შინაგან სამყაროს?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე
 და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის
 დასრულების შემდეგ








ლიტერატურულ ნაწარმოებზე დისკუსია
ვუგზავნი მოსწავლეებს  შეკითხვებს ელექტრონულ ფორმატში და ვიღებ პასუხებს.

შეფასების
მიზანი
. მეხმარება მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენაში.
. მოსწავლეთა მცდარი შეხედულებების წინასწარ დადგენაში
შეფასების ინსტრუმენტები
ჟურნალი 1.მოსწავლეები აკეთებენ ჩანაწერებს კვლევის დროს. 2.მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის შინაარსობრივ და თემატურ შეკითხვებს რვეულში.

შეფასების მიზანი
მოსწავლეს ეხმარება სწავლის პროცესის გაანალიზებაში( მეტაკოგნიცია), პროცესის თვითმონიტორინგში, თანამშრომლობით სწავლაში
მასწავლებელს მეხმარება კვლევის სწორი მიმართულების შენარჩუნებაში, მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფაში( პროგრესის მონიტორინგი)
შეფასების ინსტრუმენტები
საგაზეთო რუბრიკა
ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე
რეფლექსიური ესსე .
რეფლექსია
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი

ელექტრონულ ფორმატში დასმული შეკითხვებით ვიგებთ მოსწავლეთა ცოდნას არსებულ თემებთან დაკავშირებით.ვამოწმებთ მათ საბაზისო უნარებს
აკეტებენ ჩანაწერების დღიურს,რაც მათეხმარება სწავლის პროცესის გაანალიზებაში
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
.ბიბლიოთეკაში მუშაობა.ინტერნეტ რესურსების მოძიება.
.word-ის პროგრამაში მუშაობა.პუბლიკაციის შექმნის საბაზისო ცოდნა.
.წერილობითი და ზეპირი ფორმით მასალების ინტერპრეტირების და მოსაზრებების გამოხატვის უნარი.
სასწავლო პროცედურები

შევკრებ  კლასს და გავმართავ დისკუსიას  იმის შესახებ თუ რატომ მოსწონს მკითხველს ისეთი ნაწარმოებები,რომლებშიც ვაჟკაცობის დეტალებია აღწერილია.როგორ „აცოცხლებს“ პერსონაჟებს ნაწარმოები? რომელ პერსონაჟებთან დაინახავენ საკუთარი  თავის მსგავსებას? რა როლს ასრულებს ამბის თხრობა ჩვენს ცხოვრებაში? შემდეგ წარვადგენ ზოგად კითხვას: რას ვერ შეეგუებოდით?
„დათა თუთაშხიას “  და ,,ყაჩაღების“  წაკითხვა
  მთელ კლასთან ერთად ვიმუშავებ და შევავსებთ ვ-მ-ვ-სქემის პირველი სამი სვეტს,რათა დავეხმარო მოსწავლეებს წარსული ცოდნის გახსენებაში და გამოვავლინო მოსწავლეთა  დამოკიდებულება და საკითხის ირგვლივ შესაძლო არასწორი წარმოდგენები.ავუხსნი მოსწავლეებს როგორ იმუშავებენ  თემატურ და ზოგად კითხვებზე მოცემული პროექტის ფარგლებში და როგორ შეაფასებენ ან გააცნობიერებენ ჭაბუა ამირეჯიბის ყველაზე ცნობილ რომანს „დათა თუთაშხიას“(1კვირა) და ფრიდრიხ შილერის ,,ყაჩაღები“(მე-2 კვირა)
მოკლედ ავუხსნი მოსწავლეებს, რომ მათ უნდა მოამზადონ პროექტი, სადაც პარალელს გაავლებენ XIX-XX საუკუნეების დასავლურ ლიტერატურასა და ქართულ ლიტერატურას შორის.თანამედროვე პრობლემის და რეალური გადაწყვეტილების განსახილველად გამოიყენებენ ნაწარმოებებში არსებულ თემებსა და საკითხებს.(მე-3კვირა)
მოსწავლეებს ვთხოვ ინტერნეტის დახმარებით მოიძიონ ფილმი „დათა თუთაშხია“და გაუზიარონ იგი მთელ კლასს.(სამი კვირის შემდეგ)
გავაცნობ მოსწავლეებს კითხვის ასპექტის დავალებების დღიურს, სადაც გამოყოფილია ადგილი კითხვითი დავალებების პასუხებისთვის; ასევე ლიტერატურული ტერმინების მაგალითების ციტირებისთვის. შეიძლება ზოგიერთ მოსწავლეს დღიურის წარმოება ბლოგის ფორმით სურდეს.ასევე შეიძლება ზოგიერთმა მათგანმა პერსონაჟების ბლოგის შექმნის სურვილი გამოთქვას.შევაგროვებ დღიურებს კვირაში ერთხელ და შევაფასებ მოსწავლეთა მიერ ტერმინების გაცნობიერების დონეს.ეს ინფორმაცის სწავლების ეფექტურად წარმართვაში დამეხმარება.
  სანამ მოსწავლეები ნაწარმოებების კითხვას დაიწყებენ, გავაცნობ მათ იმდროინდელი ეპოქის ენის გაგებისა და ინტერპრეტირების სხვადასხვა სტრატეგიას.გავანაწილებ მოსწავლეებზე სხვადასხვა თავებს,ყურადღებას გავამახვილებ ისეთ ადგილებზე,სადაც ამ ორი ნაწარმოების მთავარი მოქმედი გმირების მსგავსი და განმასხვავებელი თვისებებია ასახული.პროექტის განმავლობაში მოსწავლეების ჩართულობის დასწავლის სხვადასხვა სტილის განხილვისათვის ვცვლი ნაწარმოებზე მოსწავლეთა მუშაობის მეთოდებს: შევარჩევ კარგად ცნობილი ციტატების, გამონათქვამების ან ანდაზების სიას. ჩამონათვალის ასლს  გადავიტან  კომპიუტერში, ისე რომ  წინასწარ მქონდეს. გამოვჭრით თითოეულ გამონათქვამს და შემდეგ გავჭრით შუაზე. მოსწავლეები ირჩევენ თითო ფურცელს და უნდა მოძებნონ გამონათქვამის დასაწყისი ან დასასრული. მაგალითები:
ადრე ამდგარი ჩიტი. . . .. დაიჭერს ჭიას
ის საათიც კი რომელიც არ მუშაობს. . . . დღეში ორჯერ სწორად აჩვენებს დროს.
ეს შეიძლება საკმაოდ გასართობი აქტივობაც კი იყოს, რადგან მოსწავლეები განიხილავენ არასწორად შეწყვილებულ გამონათქვამებსაც. ასევე საინტერესო იქნება სხვა ქვეყნების და კულტურების გამონათქვამების გამოყენება. წყაროდ შეიძლება გამოიყენოთ სხვადასხვა გამონათქვამების ვებგვერდები. ვაჯგუფებ მოსწავლეებს.
მთელ კლასთან ერთად ან მცირე ჯგუფებში ხმამაღლა კითხვა, ინდივიდუალური კითხვა ჩუმად, აუდიო და ვიდეო ჩანაწერის გაკეთება.
ნაწარმოებების კითხვისას ავუხსნი მოსწავლეებს ლიტერატურულ ტერმინებს. ნაწარმოებების კითხვის პარალელურად ვთხოვ მოსწავლეებს განიხილონ მთავარი  კითხვა: როგორ ცვლის ბედი ადამიანის  ცხოვრებას?- თავიანთ დღიურებში .
 როდესაც მოსწავლეები ნაწარმოებების კითხვას დაასრულებენ ვკითხავ მათ რა არის ბედი? საკითხს შემდეგნაირად დავსვამ : გჯერათ ბედისწერის არსებობის? ვკითხავ მოსწავლეებს ნაწარმოების რომელ ეპიზოდში ჩანს ბედისწერის როლი პერსონაჟების ცხოვრებაში.
განვიხილავ ამონარიდებს  ორივე ნაწარმოებიდან.
ვთხოვ მოსწავლეებს ამ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი ნააზრევი დღიურში დააფიქსირონ,მცირე ჯგუფებში განიხილონ და დაასახელონ მაგალითები საკუთარი ცხოვრებიდან,ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ან კინოფილმებიდან.
შევამოწმებ რამდენად ღრმად გაიაზრეს მოსწავლეებმა ნაწარმოებები. ამისთვის მივცემ მათ საკლასო დავალებად ესეს დაწერას წიგნის გამოყენებით.შეადარონ ისტორიული ცნობები და გააანალიზონ რამდენად რეალური პიროვნებები არიან ნაწარმოებების პერსონაჟები.
საბოლოო პროექტისთვის მოსამზადებლად ჩავატარებ გონებრივ იერიშს ნაწარმოებში არსებული სოციალური საკითხების შესახებ,რომლებიც დღესაც აქტუალურია.
 კითხვები გონებრივი იერიშისთვის : რა არის უკეთესი გზა, გაქცევა სინამდვილისგან,თუ დარჩენა მასში და ბრძოლა უკეთესი მომავლისათვის?
რამდენად ავლენს ადამიანის საუბრის სტილი და მანერა მის შინაგან სამყაროს?
ნაწარმოებების მთავარი გმირების რომელ პიროვნულ თვისებებზე ვამახვილებთ ყურადღებას?
ვაკეთებთ საბოლოო პროექტის პრეზენტაციას და ვაფასებთ.










დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
ვამცირებ დავალებებს და საჭიროებისამებრ ვაძლევ მეტ დროს.ვაწარმოებ ზეპირ გამოკითხვას, წერილობითი ტესტის ნაცვლად.ჩავრთავ საინფორმაციო ტექნოლოგიებს.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

მოსწავლეებს დავრთავ ნებას მშობლიურ ენაზე ისაუბრონ ინტერნეტ საიტებზე.ვაწყვილებ ჯგუფში სასურველ მოსწავლესთან, ვისთანაც არსებული საკითხების ირგვლივ იმსჯელებს მშობლიურ ენაზე.
გავაკეთებინებ ბუკლეტს მშობლიურ ენაზე.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
მოსწავლეებს ვაძლევ  დეტალურ ინსტრუქციას,  თუ როგორ დაისახონ მიზანი, დაგეგმონ პროექტი, შეძლონ თვითშეფასება და თანაკლასელების შეფასება, მეტაკოგნიტური უნარების გამოყენება, რათა წავახალისო მათი თვითრეგულაცია და დამოუკიდებლობა.  ვნიშნავ ჯგუფის ხელმძღვანელებად და ვავალებ პროექტის მსვლელობის მუდმივ მონიტორინგს.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
ჭაბუა ამირეჯიბის ,,დათა თუთაშხია“,ფრიდრიხ შილერის ,,ყაჩაღები“
ინვენტარი/მასალები
ფურცლები,კომპიუტერი,პრინტერი,პროექტორი
ინტერნეტრესურსები
Google-ს საძიებო სისტემა.
სხვა რესურსები
  მოსწავლეები სხვა კლასიდან, მშობლები.